აშშ და ჩინეთი კლიმატთან დაკავშირებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი კლიმატთან დაკავშირებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი და აშშ შეთანხმდნენ, რომ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ სამუშაო ჯგუფს შექმნიან.

„ჯგუფი ყურადღებას ენერგეტიკულ გადასვლებზე, მეთანზე, წრიულ ეკონომიკაზე, რესურსების ეფექტურობაზე, ნახშირბადის დაბალ შემცველობაზე, მდგრად პროვინციებზე, შტატებსა და ქალაქებზე და ტყეების გაჩეხვაზე გაამახვილებს.

აშშ და ჩინეთი, როგორც ორმხრივად, ისე სხვა მხარეებთან ერთად იმუშავებენ, რათა წინ აღუდგნენ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს გამოწვევას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჩინეთისა და აშშ-ის შეთანხმება წინ უსწრებს გაერო-ს კლიმატის სამიტს, რომელიც მიმდინარე თვეში გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება