ბელიზი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

ბელიზი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, ბელიზის მთავრობა ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, ისრაელის მიერ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უარის თქმის გამო.

„ბელიზის მთავრობამ არაერთხელ დაგმო ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების ქმედებები. ჩვენ მივმართეთ ისრაელს, რომ დაუყოვნებლივ დაეწესებინა ცეცხლის შეწყვეტის პირობები და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი წვდომა დაეშვა. მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, ისრაელმა არ შეაჩერა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა. ბელიზი აგრძელებს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად შესვლის და ყველა მძევლის გათავისუფლების მოწოდებას“, - ნათქვამია ბელიზის განცხადებაში.

ბელიზი დაემატა რეგიონულ მეზობლებს, კოლუმბიას, ჩილეს და ბოლივიას, რომლებმაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები შეაჩერეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება