თბილისის მერია მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება.

„თბილისის მერიის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან იწყებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველი, რაც გაკეთდება, ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება. ძალიან მძიმე მდგომარეობა არის. რასაც გავაკეთებთ, ეს არის არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები, კონსტრუქციული ნაწილები იმიტომ, რომ არის ისეთი შენობები, რომელიც გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს. მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება. მოწესრიგდება ფასადზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები. გვინდა, რომ პირველ ეტაპზე ეს სამუშაოები განხორციელდეს- არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, გამაგრებითი სამუშაოები. არის ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელსაც სპეციალური დამუშავება და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა სჭირდება“,-განაცხადა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა განმარტა, ბოლო ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, რუსთაველზე ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები.

„ეს სამუშაოები 2 წელზე ცოტა მეტხანს გაგრძელდება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა არის, ამას ემატება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თუმცა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების წარმოება. მომავალი წლიდან ვაპირებთ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას“, - განაცხადა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო