UNICEF-ის ხელმძღვანელი - ღაზა ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის - კონფლიქტის მხარეები ბავშვების მიმართ უხეშ დარღვევებს სჩადიან

ღაზა ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის, - ამის შესახებ UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ რასელმა განაცხადა.

„კონფლიქტის მხარეები ბავშვების მიმართ უხეშ დარღვევებს სჩადიან. ეს გულისხმობს მკვლელობას, დასახიჩრებას, გატაცებას, თავდასხმებს სკოლებსა და საავადმყოფოებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარის თქმას - რასაც იუნისეფი მკაცრად გმობს“, - განაცხადა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ რასელმა.

იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ უამრავი ადამიანი, მათ შორის სააგენტოს თანამშრომლები, საშინელ პირობებში ცხოვრობენ, რაც სხვადასხვა დაავადებების გავრცელების საშიშროებას ქმნის.

„ბევრი ბავშვი დაკარგულია და, სავარაუდოდ, დამარხულია დანგრეული შენობებისა და სახლების ნანგრევების ქვეშ, რაც დასახლებულ პუნქტებში ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების ტრაგიკული შედეგია“, - აღნიშნა რასელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება