თბილისში, ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 42 ქალია დასაქმებული

თბილისში, ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 42 ქალია დასაქმებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში

განუხადეს, მათგან 14 მიმდინარე წელს, თბილისის მერიის მოკლევადიანი კურსის ფარგლებში გადამზადდა.

„სულ გვყავს 1 741 მძღოლი და აქედან 42 არის ქალი. მიმდინარე წელს დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალების გადამზადება მოხდა, საიდანაც 14 დასაქმდა, 3 სტაჟირებას გადის“, - აღნიშნა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თამაზ რობაქიძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი კომპეტენციის არსებობის შემთხვევაში, ქალებს შესაძლებლობა აქვთ, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ავტობუსის მძღოლის ვაკანსიაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ.

„თუ აქვს შესაბამისი გამოცდილება, შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა, ჩვენთან გასაუბრებაზე მოდის. ჩვენთან შიდა ტრენინგს გადის, თუ რა გამოცდილება აქვს. მოხდება მისი შემოწმება და შემდგომ დასაქმება. ვიდრე სწავლების პროექტს დავიწყებდით, ვგულისხმობ, პირველ ეტაპს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა, აქ ასე ვაკანსიით, რამდენიმე ქალბატონის დასაქმება მოხდა. შემდეგაც მომხდარა, რომ ქალები ასე ჩვეულებრივი ვაკანსიით ავიყვანეთ“, - განაცხადა რობაქიძემ.

როგორც სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, ავტობუსის ქალი მძღოლის მოსამზადებელი კურსები ჯამში, ორჯერ ჩატარდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის