პაატა მანჯგალაძე - ფარცხალაძეს ნაძარცვი  რუსეთში მზითვივით გაატანეს - რა დასჯაზეა საუბარი?

ფარცხალაძეს ნაძარცვი რუსეთში მზითვივით გაატანეს - რა დასჯაზეა საუბარი? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მანჯგალაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ფარცხალაძის საქმეს გამოიძიებს და მას დასჯის.

„მარტივი „ქეისი“ გვაქვს ე.წ. ფარცხალაძის საქმის სახით. ჯაშუშზე არათუ გამოძიება დაიწყეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, არამედ დააწინაურეს, საბანკო რეგულაცია შეცვალეს და ნაძარცვი მზითვივით გაატანეს რუსეთში. ეს არის "ქართული ოცნების" სახე. რა დასჯა, პირიქით აწინაურებენ რუსეთთან დაკავშირებულ ადამიანებს",- განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქცირება მთავრობებისთვის არის მინიშნება გამოძიებაზე.

„როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არა მხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად, ანდა, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფესბესთან" ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთქმედების შემთხვევისა. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ“, - ამბობს ელჩი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება