აშშ-ს ელჩი ოთარ ფარცხალაძეზე - ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომ შემთხვევა შეუძლიათ გამოიძიონ

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განმარტა, რას გულისხმობს აშშ-ის მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

როგორც დიპლომატმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, აშშ მთავრობებს ურჩევს ყველა შემთხვევასთან მიმართებით აშშ-ის სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომ საქმე გამოიძიონ.

„ზოგიერთი მათგანი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. რუსეთზე სანქციების მიზანია რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებების, აგრეთვე, რუსეთის ომის მანქანის ხელშეწყობის შეჩერება, რომელსაც რუსეთი იყენებს არა მხოლოდ უკრაინაში აგრესიის განსახორციელებლად, არამედ სხვაგანაც.

ასე რომ, როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არა მხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად, ანდა, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფესბესთან" ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთქმედების შემთხვევისა. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ“, -განაცხადა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა