ვახტანგ მეგრელიშვილი - რომელი ჭკუათმყოფელი ანდობს თავის კომპანიას დეპუტატს, რომლის ხელფასებზე უფრო მეტი აქვთ „ტაქსისტებს“ - მათხოვრების პარლამენტი გვაქვს რეალურად

რომელი ჭკუათმყოფელი ანდობს თავის კომპანიას, თავის სიკეთეს ღატაკ ადამიანებს, რომლის ხელფასებზე უფრო მეტი აქვთ „ტაქსისტებს“ - მათხოვრების პარლამენტი გვაქვს რეალურად, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების ხელფასების მომატების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, დეპუტატებს უნდა მიეცეთ ლობისტური საქმიანობის უფლება.

"თქვენ რომ დააფუძნოთ ნებისმიერი კომპანია, საწარმო, სახაჭაპურე მაგალითად, მენეჯმენტი რომ დაიქირაოთ, თქვენი აზრით, როგორი იქნება ხელფასის დაახლოებითი პროცენტი, წილი, ამ კაცს რასაც ანდობ, ქონებას, კაპიტალს იმაზე?! ჩვენ თუ მართლა პარლამენტი და ჩვენ თუ მართლა ამ ქვეყნის მმართველი ორგანო ვართ, ჩვენ თუ 25-მილიარდიან ბიუჯეტს ვმართავთ, ჩვენ გვაქვს 0.04%, 6 ათას ლარზე დავთვალე საშუალო ხელფასები. რომელი ჭკუათმყოფელი ანდობს თავის კომპანიას, თავის სიკეთეს ღატაკ ადამიანებს, რომლის ხელფასებზე უფრო მეტი აქვთ „ტაქსისტებს“? კარგად მომუშავე „ტაქსისტებს“ უფრო მეტი აქვთ ანუ ყველაზე დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე ადამიანებს შეუძლიათ მეტი გამოიმუშაონ ანუ მათხოვრების პარლამენტი გვაქვს რეალურად. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დაუჭერთ თუ არა მხარს იმას, რომ პარლამენტარებს ჰქონდეთ ლობისტური საქმიანობის საშუალება?“, - მიმართა ვახტანგ მეგრელიშვილმა შალვა პაპუაშვილს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა