თამაზ გინტურის ძმა - ოჯახი ვითხოვთ მკვლელების გადმოცემას და სასტიკად დასჯას

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი (ნიკოლოზ) გინტური გამოკითხვაზე დაიბარეს.

ის ელოდება, რომ საგამოძიებო უწყებაში მისი ძმის მკვლელობის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.

გივი გინტური ძმის მკვლელების დასჯას ითხოვს.

„ჩემს ძმას, თამაზ გინტურს დაზარალებულის სტატუსი მისცეს. მივდივარ გამომძიებელთან. ჯერ არ ვიცი, გამომძიებელი რას მეტყვის, რა იციან, მაგრამ ვიცი, რომ მკვლელმა დევიდოვმა გვარი და სახელი შეიცვალა. ოჯახი ორ ადამიანზე საუბრობდა. მგონი, საგამოძიებო უწყებას ჩემზე კარგად ეცოდინება, ვინ არიან მკვლელები. ოჯახი ვითხოვთ გადმოცემას და სასტიკად დასჯას.

უნდა გაასამართლოს ჩვენმა მთავრობამ, მაგრამ... ხელისუფლება რას ამბობს და რას არა, არ მაინტერესებს. ვიცი, რომ ჩემს ძმას ჩაუსაფრდნენ და დაცხრილეს. მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას“, - განაცხადა გივი გინტურმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მომხდარიდან 3 დღეში გაათავისუფლეს. თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს. თამაზ გინტური კირბალში, 11 ნოემბერს, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება