ხათუნა სამნიძე - ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის შესაძლებლობის გაჩენა, არის პირდაპირი მესიჯი, რომ დიახ, შესაძლებელია მომავალ არჩევნებზე გაყალბებას ჰქონდეს ადგილი

ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის შესაძლებლობის გაჩენა, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება უმრავლესობის მხრიდან, რომ გაჩნდეს პირდაპირი მესიჯი - დიახ, შესაძლებელია მომავალ არჩევნებზე გაყალბებას ჰქონდეს ადგილი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და “გაუგებარია, რატომ გააჩინა ის უმრავლესობამ“.

სამნიძის თქმით, შესაძლებელია ისეთი კამპანიის წარმოება, რომ მოქალაქეებმა თანამედროვე პირადობის დამადასტურებელი მოწმობები აიღონ და არჩევნებზე ძველი პირადობის მოწმობების გამოყენება არ მოხდეს.

„ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი. როცა ვლაპარაკობთ, რომ სისტემა გაუმჯობესდა, საზოგადოებას ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის შესაძლებლობას ვაძლევთ და ნაბიჯი გადავდგით წინ, ახლა უკან დაბრუნება და ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის შესაძლებლობის გაჩენა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება უმრავლესობის მხრიდან, რომ გაჩნდეს პირდაპირი მესიჯი, რომ დიახ, შესაძლებელია მომავალ არჩევნებზე გაყალბებას ჰქონდეს ადგილი“, - განაცხადა სამნიძემ.

77 მომხრე, 7 - წინააღმდეგი - პარლამენტმა კენჭისყრის ამ შედეგით, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც არაელექტრონული - ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ.

ამასთან, კენჭისყრის წინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს ფრიდონ ინჯიას კანონპროექტზე შემდგომი კონსულტაციები და ალტერნატიული ინიციატივების წარმოდგენა შესთავაზა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია