პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცნობს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 24 865,5 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 704,3 მლნ ლარით.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები: - რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,2%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება დამატებით გაზრდილია 65,0 მლნ ლარით და ჯამში 7 800,0 მლნ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პირველად ვარიანტში გათვალისწინებული იყო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიის 50 ლარით ზრდა და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში, თითქმის, 500 ლარს გაუტოლდება. 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 315 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 380 ლარს გაუტოლდება.

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა - სრული დატვირთვის (კვირაში არანაკლებ 18 საგაკვეთილო საათი) მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით. ამ მიზნით პირველად ვარიანტთან შედარებით დამატებით 30,0 მლნ ლარი გამოიყო.

ასევე, 2024 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება