პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ მზადყოფნას გამოთქვამს, ევროკავშირის დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღოს, რის კონტექსტშიც პარლამენტის თავმჯდომარეს სამუშაო ფორმატების დროულად ინიცირებისკენ მოუწოდებს

პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წერილობით მიმართვას.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ გამოხატავს მზაობას, კვლავ მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში.

ამ მიზნით, ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, რომ დროულად მოახდინოთ შესაბამისი საპარლამენტო სამუშაო ფორმატების ინიცირება.

„საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდგომში ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის, ევროკომისიის 8 ნოემბრის შეფასებით გათვალისწინებულია, რომ ქვეყანამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რისთვისაც დიდი სამუშაოა გასაწევი.

შესაბამისად, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ მოგმართავთ, დროულად მოახდინოთ შესაბამისი საპარლამენტო სამუშაო ფორმატების ინიციირება. ასევე, გამოვხატავთ მზაობას, კვლავ მივიღოთ მონაწილეობა ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი დათქმა სწორედ პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებითი ბრძოლაა - მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე“, - აღნიშნულია პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ წერილში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს