ისრაელის ოპოზიციის ლიდერი - მორალის შესახებ გაკვეთილებს ერდოღანის მსგავსი ადამიანისგან არ მივიღებთ

ჩვენ მორალის შესახებ გაკვეთილებს ერდოღანის მსგავსი ადამიანისგან არ მივიღებთ, - ამის შესახებ ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა.

„ჩვენ მორალის შესახებ გაკვეთილებს პრეზიდენტ ერდოღანისგან არ მივიღებთ, ადამიანისგან, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვის საშინელი ისტორია აქვს“, - წერს ლაპიდი „ტვიტერის“ გვერდზე.

„ისრაელი თავს „ჰამასის“ სასტიკი ტერორისტებისაგან იცავს, რომელთაგან ზოგიერთს ერდოღანის სახურავის ქვეშ მოქმედების უფლება მიეცა“, - აცხადებს ლაპიდი.

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი, იაირ ლაპიდი თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება