რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს - სირცხვილია, რომ ერთადერთი დარგი, რომელსაც ფულს არ უმატებთ, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროა - ჩაგრავთ ყველაზე დაჩაგრულ ადამიანებს

სირცხვილია, რომ ერთადერთი დარგი, რომელსაც ფულს არ უმატებთ, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროა, ჩაგრავთ ყველაზე დაჩაგრულ ადამიანებს, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას წარადგენს.

ამასთან, გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს ჰკითხა, თუ რატომ იზრდება ყველა საარჩევნო წელს მთავრობის სარეზერვო ფონდი.

„თქვენი მოხსენებიდან გავიგეთ, რომ ყველას ყველაფერი ეზრდება და ძალიან საამაყოდ მიგაჩნიათ ამ წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური ბიუჯეტის წარმოდგენისას ნათქვამი თქვენი სიტყვები, მაგრამ ერთი პატარა რამე შეგეშალათ. ნუთუ, ერთადერთი დარგი, რომელსაც ზრდა ნული თეთრით აქვს, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანდაცვის პროგრამა. 50 მილიონი ჰქონდა შარშან, 50 მილიონი ექნება მომავალ წელს, ზრდა - ნული, ჩაგრავთ ყველაზე დაჩაგრულ ადამიანებს. კეთილი ინებეთ და ბიუჯეტის ხელახლა შემოტანის დროს, 10-15 მილიონი გაუზარდეთ, ვინაიდან მომავალ წელს მედიკამენტების და იჯარის ფასებიც გაიზრდება, უარესდება და უარესდება იგივე თუნდაც, მკურნალობის ხარისხი, ვინაიდან ხარისხიანი წამლების ჩანაცვლება ხდება იაფი წამლებით. უბრალოდ, სირცხვილია, რომ ერთადერთი დარგი, რომელსაც ფულს არ უმატებთ, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროა.

ფაქტობრივად, გაძარცვა ქვეყანა იუსტიციის სამინისტრომ, თითქმის, 300 მილიონი ლარი გაქვთ გადახდილი 2016 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ადვოკატების მომსახურებაში. რა ხელშეკრულებებს დებთ ისეთებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟებში და საერთაშორისო სასამართლოებში კომპანიებს ქირაობთ, რომლებმაც, თქვენს მიერ გაფუჭებული საქმეები უნდა გამოასწორონ. შეკითხვა, 80 მილიონი დოლარი - ეს საადვოკატო მომსახურება არაა, ადვოკატმა წაიღო ფული და წააგო - 80 მილიონი დოლარი, რომელიც თქვენ „ინტერრაოსთან“ წააგეთ, ეს ბიუჯეტში რატომ არ არის ჩადებული, რა მოლაპარაკებები გაქვთ ამ „ინტერრაოსთან“, იქნებ გაგვაგებინოთ.

მესამე კითხვა, რატომ იზრდება მთავრობის სარეზერვო ფონდი, ყოველთვის იყო 50, 55, 40 მილიონი ლარი, ახლა 80 მილიონი ლარი გახადეთ. მთავრობის სარეზერვო ფონდის ანალიზს თუ დააკვირდებით, ყოველ სარჩევნო წელს იზრდება“, - განაცხადა გოცირიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის