ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვაქვს რესურსი ვიმუშაოთ  ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან

ჩვენ არ გვაქვს რესურსი ვიმუშაოთ სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან - ერთადერთი, რაც შეიძლება განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ, არის კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე განურჩევლად ადგილსამყოფელისა, - ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, რუსეთში ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.

კობახიძე აცხადებს, რომ ამ თვალსაზრისით, ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო და წითელი ჯვარი.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი მოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ ჭრილში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან. ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, ბუნებრივია. თქვენ გახსოვთ ბაიდენის, ჯონსონის განცხადებები, ისინი მოუწოდებდნენ თავის მოქალაქეებს, არ წასულიყვნენ რუსეთ-უკრაინის ომში, რატომ - იმიტომ რომ შემდეგ შესაბამის ქვეყანას აღარ ექნებოდა რესურსი ემუშავა ტყვეების გათავისუფლებაზე ასეთი განვითარების შემთხვევაში. ერთადერთი, რაც შეიძლება განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ, არის კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე განურჩევლად ადგილსამყოფელისა და ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო, წითელი ჯვარი. ამ ფორმით თუ რაიმეს გაკეთება შეიძლება, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. დანარჩენზე გიპასუხებენ შესაბამისი უწყებები“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს