ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის გეგმას, რუანდაში თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნის შესახებ, უკანონო უწოდა

ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის გეგმას, რუანდაში თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნის შესახებ, უკანონო უწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ოთხშაბათს, გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ ერთხმად უარყო მთავრობის აპელაცია პირველი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მაძიებლები რუანდაში არ უნდა გაიგზავნონ, რადგან იგი უსაფრთხო ქვეყნად ვერ ჩაითვლება.

„არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ რუანდაში გაგზავნილი თავშესაფრის მაძიებლები თავიანთ სამშობლოებში გადაყვანის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდებიან“, - განაცხადა სასამართლოს პრეზიდენტმა, რობერტ რიდმა.

ბორის ჯონსონის პრემიერ-მინისტრობის დროს შემუშავებული სქემა რიში სუნაკის მიგრაციის პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა და მომავალი წლის არჩევნების ერთ-ერთ მთავარ დაპირებად ითვლებოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება