ჯაბა სამუშიამ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან უნივერსიტეტში კვების ობიექტების გახსნის საკითხი განიხილა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და უნივერსიტეტში კვების ახალი ობიექტების გახსნის საკითხზე იმსჯელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯაბა სამუშიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სტუდენტების ინიციატივას და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან უკვე იგეგმება თსუ-ს მეათე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კვების ახალი ობიექტების გახსნა. აღსანიშნავია, რომ კვების ობიექტების მოწყობის თემაზე მრავალი მცდელობის მიუხედავად ტენდერი ვერ შედგა და უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, თავად უზრუნველყოს სტუდენტებისთვის კვების ობიექტების მოწყობა.

„რექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ის აქტიურად ადევნებს თვალს კვების ობიექტების მუშაობას, იმისათვის, რომ ხარისხი და უსაფრთხოება მუდმივად იყოს პრიორიტეტი. ამ მიმართულებით უკვე გამოიყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს შესრულებულ სამუშაოებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ ყველა ამ ობიექტში საკვების ფასი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სტუდენტებმა დააფიქსირეს საკუთარი საჭიროებები, მოსაზრებები და ინიციატივები, მათ შორის, ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ფასების ხელმისაწვდომობა და კვების ობიექტებში მათი დასაქმების შესაძლებლობები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა