IRI - გამოკითხულთა 73% მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციისა და ქონების შეძენის უფლებას

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 73% მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციისა და ქონების შეძენის უფლებას.

ცნობისთვის, 2023 წლის მარტში გამოკითხულთა ეს მაჩვენებელი 79%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 სექტემბერში - 78%-ს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ საქართველოში გადმოსულ რუსებზე აზრის გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

6% - “მათ ძალიან მივესალმებით საქართველოში;”

23% - “ჩვენ მათ ვეგუებით, ვინაიდან არსებითი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ეკონომიკისთვის;”

23% - “გვირჩევნია, რომ წავიდნენ”;

42% - “რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დაშვებულ არ უნდა იქნან მანამ, სანამ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ.”

1%-მა სხვა პასუხი დაასახელა, ხოლო 6%-მა არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე.

ინფორმაციისთვის, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო