IRI - გამოკითხულთა 74% თვლის, რომ დემოკრატია ქვეყნისთვის მმართველობის საუკეთესო ფორმაა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, 74% თვლის, რომ დემოკრატია ქვეყნისთვის მმართველობის საუკეთესო ფორმაა.

კერძოდ, კითხვაზე გჯერათ, რომ დემოკრატია ჩვენი ქვეყნისთვის მმართველობისთვის საუკეთესო ფორმაა რესპოდენტთა პასუხები ასე გადანაწილდა.

გამოკითხულთა 74% თვლის, რომ დემოკრატია ქვეყნისთვის მმართველობის საუკეთესო ფორმაა. 8% მიიჩნევს, რომ არსებობს სხვა თანაბრად კარგი მმართველობის ფორმები და 8% თვლის მმართველობის სხვა ფორმები უკეთესია. 11% შეკითხვას არ პასუხობს, ან ამბობს, რომ არ იცის. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, იმ ადამიანების პროცენტული წილი 3%-ით ნაკლებია ვინც თვლიდა, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმა იყო.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს