Euractiv - ჩეხეთი ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგების გამოყენებისთვის დასჯის შესაძლებლობას განიხილავს

ჩეხეთი ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგების გამოყენებისთვის დასჯის შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს.

Euractiv-ის ცნობით, ჩეხეთის ხელისუფლებამ, სამართალდამცავებთან ერთად, საზოგადოებრივი გამოსვლების დროს ანტისემიტიზმთან ბრძოლის ღონისძიებები განიხილა. კერძოდ, ხელისუფლებამ სლოგანის - „მდინარიდან ზღვამდე, პალესტინა თავისუფალი იქნება“ გამოყენებისას დასჯის სხვადასხვა მექანიზმები განიხილა.

„სლოგანი ისტორიულად ისრაელის სახელმწიფოს განადგურებისა და მოსახლეობის ნაწილის ლიკვიდაციის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოიყენება“, - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, კლარა დლუბალოვამ.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ პირი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ სლოგანს გამოიყენებს, შესაძლოა ტერორიზმის მხარდაჭერის, ადამიანთა ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაღვივებისა და გენოციდის უარყოფის ბრალდებით გასამართლდეს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს