ლევან ბეჟაშვილი - ვენეციის კომისიას აინტერესებს, როგორ მოხდება 12-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებელი პუნქტების შესრულება

ვენეციის კომისიას აინტერესებს, როგორ მოხდება 12-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებელი პუნქტების შესრულება და რა მოთხოვნები უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ქვეყანას მიეცეს საშინაო დავალება, რათა სტატუსი წარმატებულად მიიღოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკითხები, რაც აინტერესებდა ვენეციის კომისიას, იყო საარჩევნო კოდექსი, სასამართლო რეფორმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე მათ ჰქონდათ კითხვები კონკრეტული სამსახურების დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებით.

„შედგა ოპოზიციის შეხვედრა ვენეციის კომისიის სამდივნოსთან. ვენეციის კომისიას აინტერესებს ოპოზიციის მოსაზრებები იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. საკითხები ეხებოდა საარჩევნო რეფორმას, სახელმწიფო ინსპექტორის და ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობას და დამოუკიდებლობის გარანტიებს, ამ მიმართულებით მათ გააჩნიათ კრიტიკული კითხვები და ოპოზიციის აზრი მათთვის მნიშვნელოვანი იყო. სასამართლო რეფორმაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით იყო კითხვები. ერთი სიტყვით, ვენეციის კომისიას აინტერესებს, როგორ მოხდება 12-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებელი პუნქტების შესრულება და რა მოთხოვნები უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ქვეყანას მიეცეს საშინაო დავალება, რათა ქვეყანამ სტატუსი მიიღოს წარმატებულად“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა