ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი პირველი საგარეო ვიზიტით კიევს ეწვია

ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი პირველი საგარეო ვიზიტით კიევს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში, დევიდ კამერონი ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვია“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიარაღების, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის აუცილებლობა განიხილა.

როგორც დევიდ კამერონმა განაცხადა, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.

„მსურდა, რომ ჩემი პირველი ვიზიტი თქვენთან ყოფილიყო. პირადად მე აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის სიძლიერითა და მონდომებით. ჩემი ვიზიტით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ აღმოგიჩინოთ მორალური, დიპლომატიური, ეკონომიკური მხარდაჭერა და, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მხარდაჭერა, რაც გჭირდებათ, არა მხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ მომავალ წელსაც და რამდენიც საჭირო იქნება“, - განუცხადა კამერონმა ზელენსკის.

დევიდ კამერონთან შეხვედრაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა მსოფლიო უკრაინაზე ნაკლებად არის ორიენტირებული და ფოკუსის გაყოფა არავის არ ეხმარება. უკრაინის პრეზიდენტმა კამერონს დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება