საქართველოს ეროვნული ბანკი წელს პირველად მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ფინტექ ფესტივალზე მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის გუნდთან ერთად, სინგაპურის ფინანსური ტექნოლოგიების ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა. გამოფენა ფინანსური ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს - ინვესტორებს, ანტრეპრენერებს, ექსპერტებსა და რეგულატორებს - საშუალებას აძლევს ერთმანეთთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაცვალონ ხედვები და გამოცდილება, მოიზიდონ ინვესტორები და ა.შ.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია წელს პირველად არის წარმოდგენილი ამ ფესტივალზე, მთავარი გზავნილით - ფინანსური ტექნოლოგიები და შუა დერეფნის განვითარების იმპულსი.

საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინტექ ფესტივალზე საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნება, სადაც სებ-თან ერთად, თანამონაწილის სტატუსით "საქართველოს ბანკი" და ქართული ფინტექ სტარტაპი "ფეივი" იქნებიან წარმოდგენილნი.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ვარლამ ებანოიძის სამუშაო შეხვედრები, მათ შორის - პანელური დისკუსიები, რეგულაციების მასტერკლასი და ინვესტორებთან შეხვედრები.

სინგაპურის ფინტექ ფესტივალი უმსხვილეს საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO-ში იმართება და წელს მსოფლიოს 140 ქვეყნიდან 60 ათასამდე მონაწილე დაესწრება“, - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება