სახალხო დამცველის აპარატმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

2023 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრთან და საქართველოს გაერო-ს ასოციაციასთან ერთად ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თავის მისასალმებელს სიტყვაში სახალხო დამცველმა საქართველოში რელიგიური თავისუფლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა.

„სიტყვით გამოვიდა ასევე, დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის USAID-საქართველოს წარმომადგენელი თამარ სირბილაძე.

ტოლერანტობის ცენტრის ანგარიში „რელიგიის თავისუფლება საქართველოში - 30 წელი“ ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა წარმოადგინა.

საქართველოში ხსნის არმიის დაარსებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისაუბრა ხსნის არმიის წარმომადგენელმა რეზო ბახტაძემ.

ტრადიციულად, გაიმართა ტოლერანტობის ქომაგების დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ქომაგის ჯილდო გადაეცა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს დიმიტრიოს კარაბალისს, რელიგიათა საბჭოს ჯილდო გადაეცა რელიგიის თავისუფლების მკვლევარს ლევან მეტრეველს, ხოლო ტოლერანტობის ცენტრმა ჯილდო გადასცა თბილისის მურალ ფესტივალს, რომელმაც 2023 წელს დიდი მუშაობა გასწია ქალაქში ტოლერანტული გარემოს შესაქმნელად.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების ასევე, საელჩოების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მხარდაჭერით ჩატარდა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო