შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს! 16 ნოემბერს - ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, საქართველო მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად 25 წელზე მეტია აღნიშნავს და გამოხატავს ურყევ რწმენას, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის.

ეს დღე ხაზს უსვამს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების მნიშვნელობას, რაც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მსოფლიოს ცივილიზებულ საზოგადოებას შეახსენებს უნივერსალურ პასუხისმგებლობას მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანასწორობაზე დაფუძნებული მულტიკულტურული გარემოს გასაძლიერებლად.

საქართველო სრულად იზიარებს და პატივს სცემს ერთიან ევროპულ ფასეულობებს, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა გარანტირებულია ქვეყნის კონსტიტუციით, შესაბამისი კანონმდებლობითა და მექანიზმებით; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფილია თანასწორობა, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცება და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, რომლის განხორციელების პროცესში წარმატებით ვითარდება დანერგილი უნიკალური მექანიზმები და ინსტრუმენტები.

ჩვენი ამოცანაა ერთიანი ძალისხმევით განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ადამიანის უფლებებსა და თანასწორობის პრინციპებზე, ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული კულტურულად მრავალფეროვანი და ჰარმონიული საზოგადოება, რაც ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარების საფუძველს წარმოადგენს.

სრულიად საქართველოს, მშვიდობისა და ტოლერანტობის ყველა ქომაგს, გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს!

გისურვებთ მშვიდობას, სიკეთესა და წარმატებულ მომავალს!“ - ნათქვამია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო