ანონსი  17 ნოემბერი

17 ნოემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ სამშენებლო ფორუმი „მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიები ურბანულ განვითარებაში“ გაიხსნება.

საკონტაქტო: 599 25 30 61

17 ნოემბერს, 09:30 საათზე, HR პროფესიონალთა გილდიისა (HRPG) და კავკასიის უნივერსიტეტის (CU) ორგანიზებით კონფერენცია, თემაზე - „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში და შრომის ბაზრის გამოწვევები” გაიმართება.

მის: პაატა სააკაძის #1

საკონტაქტო: 598 32 27 82

17 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პროექტის, სახელწოდებით, - „საჯარო ინფორმაციაზე მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ გახსნის ღონისძიება გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

17 ნოემბერს, 10:00-დან 17:00-მდე, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” ევროკავშირისა და UNIDO-ს მხარდაჭერით საქართველოში, საერთაშორისო კონფერენცია „ბიოფარმა საქართველო 2023“ ჩატარდება.

მის.: „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი”

საკ.: გიორგი თოდუა, UNIDO-ს პორექტების ადმინისტრატორი - 597781708

გიორგი ანდღულაძე, UNIDO-ს ეროვნული კოორდინატორი - 557687330

17 ნოემბერს, 10:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან საქართველოს პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის შეხვედრა გაიმართება.

მის: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

17 ნოემბერს, 11:00 საათზე, "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე პედაგოგებისთვის იანვრის თვიდან ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრს წერილობით მიმართავს

მის: დიმიტრი უზნაძის 52 (განათლების სამინისტრო)

17 ნოემბერს, 11:00 საათზე, საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი და ბალტიის ადამიანის უფლებათა საზოგადოება ადამიანის უფლებათა გზამკვლევის: „ადამიანის უფლებების სწავლების ევროპული ციფრული პლატფორმის“ პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას გახსნის ლატვიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.

მის: 26 მაისიის მოედანი #1, სასტუმრო „ჰოლიდეი იინ თბილისი“.

17 ნოემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

17 ნოემბერს, 12:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023 გაიხსნება.

გამოფენას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და „ექსპოჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა გახსნიან.

საკონტაქტო: თამარ გოდერძიშვილი - 577 08 00 87; მარიამ ცაიშვილი - 599 55 02 40

17 ნოემბერს, 12:00 საათზე, ბათუმში, პროკურატურასთან (იუსტიციის სახლი) აჭარის რაიონული ორგანიზაციები განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან გასული 2 წელი და გამოუძიებელი საქმე

მის: ბათუმი, იუსტიციის სახლი

საკონტაქტო: ლია ჯაყელი - 577 302 088

17 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი ვაკის პარკში ბოლშევიკების მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი ,,სამხედრო ცენტრის“ წევრების მემორიალთან, 15 ქართველი სამხედროს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით, მათ შთამომავლებსა და საზოგადოებას მიმართავს.

17 ნოემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „სტამბის The Dome-ში“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, „ფერმერის დღე“ გაიმართება.

საკონტაქტო: ნათია მსხილაძე - 591 05 19 05

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო