ბადრი ჯაფარიძე - კობახიძემ სარკეში ჩაიხედოს - მიხარია, რომ თავს ესხმის ჩვენს ახალგაზრდა ლიდერებს, ამაზე უკეთესი შექება შეუძლებელია, რადგან, როდესაც ის გლანძღავს, ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ხარ

ვფიქრობ, რომ კარგი ნიშანია, როდესაც ირაკლი კობახიძე და მისი მსგავსი „ქართული ოცნების“ ლიდერები, ახალგაზრდა ლიდერებს თავს ესხმიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ახალგაზრდა ლიდერები სწორ გზაზე არიან , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

შესაბამისი განცხადებით „ლელოს“ ლიდერმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ „ლელოს“ წევრებზე გაკეთებული განცხადება შეაფასა და მას „სარკეში ჩახედვა“ ურჩია.

მისივე თქმით, როდესაც კობახიძე გაქებს, მაშინ უნდა დაფიქრდე, რომ რაღაც ცუდს სჩადიხარ.

„კობახიძემ სარკეში ჩაიხედოს და ჩაახედოს თავის თანაპარტიელებს, ძალიან ცუდ სურათს დაინახავენ. დაინახავენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყურებიან. ძალიან მიხარია, რომ კობახიძე თავს ესხმის ჩვენს ახალგაზრდა ლიდერებს. ამაზე უკეთესი შექება შეუძლებელია. როდესაც კობახიძე გაქებს, მაშინ უნდა დაფიქრდე, რომ რაღაც ცუდს სჩადიხარ და, როდესაც გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ხარ. ჩვენ გავაგრძელებთ სწორ გზაზე სიარულს, გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის ინტერესების ყოფნას და გავაგრძელებთ იმ გზაზე სიარულ, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება ოკუპაციის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებისაგან. ამიტომ, ვფიქრობ რომ ეს არის კარგის ნიშანი.

ვფიქრობ, კარგი ნიშანია, როდესაც კობახიძე და მისი მსგავსი „ქართული ოცნების“ ლიდერები ახალგაზრდა ლიდერებს თავს ესხმიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ახალგაზრდა ლიდერები არიან სწორ გზაზე. მიხარია, რომ საზოგადოების მხრიდან მათი ცნობადობა იზრდება, მათ მიმართ მხარდაჭერა იზრდება და, შესაბამისად, „ლელოს“ მიმართ მხარდაჭერა არჩევნებისთვის კულმინაციას მიაღწევს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არანაირი ფული არ გიშველის, როცა შენი სახეა: გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და სალომე სამადაშვილი.

„არანაირი ფული არ გიშველის, როდესაც შენი სახეები არიან გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, სამადაშვილი. ასეთი სახეებით როგორ შეიძლება, გინდოდეს 5%-იანი ბარიერის გადალახვა. რა თქმა უნდა, რაც ნაკლები სამადაშვილი და ასეთი სახეები იქნებიან შემდეგ პარლამენტში, მით უკეთესი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის, რატომაც არ უნდა იყოს დაწეული დაბლა საარჩევნო ბარიერი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის