ნორვეგიის იუსტიციის მინისტრი - მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთთან საზღვარი დაუყოვნებლივ დავხუროთ

ნორვეგიის იუსტიციის მინისტრის, ემილი ენგერ მეჰლის განცხადებით, ქვეყანა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთთან საზღვარი დახუროს.

მინისტრის განმარტებით, ამჟამად, რუსეთთან ერთადერთ სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტში თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადი არ ფიქსირდება.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას და შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს საზღვრის დაუყოვნებლივ დახურვა, საჭიროების შემთხვევაში“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ნორვეგიაში რუსეთთან საზღვარზე ისეთი მდგომარეობა არ არის, როგორიც ფინეთში დაფიქსირდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფინეთის მთავრობამ თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო, რუსეთთან საზღვარზე რამდენიმე საგუშაგოს დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

იმატრას, ნიირალას, ნუიიამაას და ვაალიმაას სასაზღვრო გამშვები პუნქტები 18 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიკეტება და შეზღუდვები ძალაში 2024 წლის 18 თებერვლამდე დარჩება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის