სალომე ზურაბიშვილი - ევროკომისიის დასკვნა არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება, მეორე უარი იმედგაცრუება იქნებოდა -  მოსახლეობა შეინარჩუნებს სიფხიზლეს მომდევნო თვეებში, არ ვნერვიულობ!

საქართველოს შესახებ ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის და წაახალისებდა მას, გაეძლიერებინა ზეწოლა საქართველოზე, რომ ის ნაცრისფერი ზონა გახდეს და მოიპოვოს ის ქულები, რომელსაც უკრაინაში კარგავს. ეს ასევე არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება. მეორე უარი იმედგაცრუება იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა le monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე: როგორ განმარტავს იმ ფაქტს, რომ კომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა, თუმცა ოფიციალური სტატუსის მისაღებად ბრიუსელის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი იყო სრულად შესრულებული მთავრობის მიერ - საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა: „არცერთი ქვეყნის დასახელება არ მინდა, მაგრამ პრეცედენტები უკვე იყო“.

„ეს სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებაა. ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის და წაახალისებდა მას, გაეძლიერებინა ზეწოლა საქართველოზე, რომ ის ნაცრისფერი ზონა გახდეს და მოიპოვოს ის ქულები, რომელსაც უკრაინაში კარგავს. ეს ასევე არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება. მეორე უარი იმედგაცრუება იქნებოდა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე: ემუქრება თუ არა ეს პოზიტიური მოსაზრება პრორუსული მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გაძლიერებას, რომელიც ევროპას 2024 წლის საკანონმდებლო არჩევნების წინ „საქართველოს ომში ჩათრევის“ სურვილში ადანაშაულებს, პრეზიდენტმა უპასუხა - „მოსახლეობას დიდი საბჭოთა წარსული აქვს და იცის, რას ნიშნავს ოფიციალური პროპაგანდა, ამიტომ გონიერია და შეინარჩუნებს სიფხიზლეს მომდევნო თვეებში. არ ვნერვიულობ!“

„ამ პოზიტიურ მოსაზრებას აქვს ერთი ფუნდამენტური ეფექტი: ის აიძულებს ხელისუფლებას დაიკავონ პროევროპული პოზიცია, რაც თვეების განმავლობაში არ მომხდარა. თუ ოპოზიციას, რომელიც დანაწევრებულია, სურს ისარგებლოს ამ ახალი სიტუაციით, მას სხვანაირად მოუწევს კამპანიის წარმართვა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია