თსუ-ში „პოლიტიკური სკოლა“ დაფუძნდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბი „პოლიტიკური სკოლა" დაფუძნდა, რომლის ორგანიზატორები თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, კლუბის დაფუძნება სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და კლუბის პროექტების განხორციელებაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

„უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც ადამიანებმა პოლიტიკური კულტურა, დებატების ხელოვნება, ოპონენტთან ურთიერთობა და განსხვავებული აზრის პატივისცემა უნდა ისწავლონ. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები ერთად დასხდეთ და ქვეყნის მომავალზე, მიმდინარე პროცესებზე, დემოკრატიულ ფასეულობებზე იმსჯელოთ და მსგავს საკითხებზე დისკუსიები ხშირად გამართოთ. მნიშვნელოვანია, რომ კლუბში გაწევრიანების სურვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმაც გამოთქვეს, რადგან ერთობლივი პროექტებით და ღონისძიებებით ხელი შეეწყობა ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობას და სტუდენტების მეტად დაახლოებას“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან შეხვედრისას.

სტუდენტური ინიციატივის მიზანია პოლიტიკური თვითშეგნების ამაღლებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საკითხში წვლილის შეტანა. კლუბში გაწევრიანება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის