ირაკლი ზარქუა - თუ ოლიგარქს ეძახის ივანიშვილს, რა უნდა პრეზიდენტად?!- გადადგეს - გვერდში დავუდექით, პლაკატებზე მის ნაცვლად ჩვენ ვიყავით გაკრული და ახლა ოლიგარქს ეძახის?! - არაადეკვატურია

თუ ოლიგარქს ეძახის ივანიშვილს და მის გუნდს რუსეთის ინტერესების გამტარებელს, რა უნდა პრეზიდენტად, გადადგეს - გვერდში დავუდექით, პლაკატებზე მის ნაცვლად ჩვენ ვიყავით გაკრული და ახლა ოლიგარქს ეძახის?! არაადეკვატურია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილი ივანიშვილმა წარადგინა თავის დროზე, თორემ მათი არჩევანი არ ყოფილა.

„ვკითხოთ ქალბატონ სალომეს - თუ ოლიგარქს ეძახის ივანიშვილს და მის გუნდს კი რუსეთის ინტერესების გამტარებელს, ჩვენი დასახელებულია და ჩვენი არჩეულია, მაშინ რა უნდა პრეზიდენტად, ადგეს და გადადგეს, თუ ღირსება აქვს შენარჩუნებული და ადეკვატურობა, მაგრამ ვერა, სამწუხაროდ. ადეკვატურობის პრობლემა აქვს და-ძმას. ივანიშვილის გუნდმა აგირჩია, ივანიშვილმა წარგადგინა თავის დროზე, თორემ ჩვენი არჩევანი არ ყოფილა, გვითხრეს, რომ ეს არის სწორედ დემოკრატიის გზაზე და პლუს ევროინტეგრაციაში დაგვეხმარება, აღმოჩნდა, რომ მავნებლობს თავის განცხადებებით, პარლამენტში გამოვიდა და თქვა ფსევდორეფორმა არისო, ეს უნდა თქვას, როცა სტატუსს ველოდებოდით? მერე ევროპაში ჩავიდა და თქვა, დარწმუნებული არ ვარ, პრემიერს დასავლეთი უნდა თუ არაო, ამას ამბობს პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, გვერდში დავუდექით, პლაკატებზე მის ნაცვლად ჩვენ ვიყავით გაკრული და ახლა ოლიგარქს ეძახის?! არაადეკვატურია, უნამუსობასთან ერთად არაადეკვატურობაა და მავნებლობა და ჩემის აზრით, თუ ოდნავ მაინც შერჩა ღირსება და ადამიანობა, კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს რადიკალებს და ჩახდილებს, მათი ინტერესების გამტარებელი გახდა”, - განაცხადა ზარქუამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია