მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება 458 573-ზეა რეგისტრირებული

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება 458 573-ზეა რეგისტრირებული. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფარგლებში წარდგენისას აღნიშნა.

„2022 წელს დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამ რეფორმის ფარგლებში ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა თითოეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობა - არის ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება თუ ფიზიკური პირის. ამ პროექტის ფარგლებში, გასწორდება 15 წლის წინ განხორციელებული არასწორი რეგისტრაციები. როცა ჩვენმა ამზომველებმა დაიწყეს სამუშაოები ველზე, აღმოჩნდა იმაზე ბევრი, ვიდრე მოველოდით. პროექტი დასრულდება 2024 წლის ბოლოს. დღეისათვის აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 458 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. დღეში საშუალოდ იზომება 2500-2700 მიწის ნაკვეთამდე. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით. სისტემური რეგისტრაცია დაიწყო თბილისში და 2024 წელს დასრულდება. პროექტი განხორციელდება მერიის მიერ შემოთავაზებულ არეალებზე და სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ. თბილისშიც 2024 წელს მიწის მესაკუთრეთა პრობლემები გადაწყდება“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება. რეფორმის მიმდინარეობისას სააგენტოში შეიქმნა 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება