იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო პროექტები გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ არის ინტეგრირებული დღევანდელი სახელმწიფო საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო პროექტები გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ არის ინტეგრირებული დღევანდელი სახელმწიფო საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენისას აღნიშნა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ორმხრივი სამართლებრივი ფორუმების პრაქტიკა, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა იურისტებისათვის, გაუზიარონ ცოდნა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ჰქონდეთ ერთმანეთის შესახებ მეტი ინფორმაცია და მჭიდრო ადამიანური კონტაქტები.

„მათში მონაწილეობენ სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატურის და, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში გაფორმდება აშშ-თან საერთაშორისო ხელშეკრულება ექსტრადიციის საკითხებზე, რის შემდეგაც აშშ-დან საქართველოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციის განხორციელება გახდება შესაძლებელი.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ციხეებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპულ ორგანიზაციასთან (EuroPris) გაფორმებულ მემორანდუმზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხებზე.

„კონფერენციაში 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირმა მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ ასეთი მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლა. მიღებულ იქნა თბილისის დეკლარაცია, რომელიც წარმოადგენს 12-პუნქტიან სახელმძღვანელო დოკუმენტს მთელი ევროპის მასშტაბით მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესის მართვაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება