გიორგი ვაშაძე - ამერიკა ჩვენი ნომერ პირველი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია - მისი დახმარება გვჭირდება რომ გავხდეთ ევროკავშირის  წევრი, გავთავისუფლდეთ ოლიგარქიული რეჟიმისგან და ავაშენოთ დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო

ამერიკა საქართველოს ნომერ პირველი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია - ამერიკელი მეგობრების დახმარება რამდენიმე საკითხში გვჭირდება - რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, გავთავისუფლდეთ ოლიგარქიული რეჟიმისგან და საქართველოში ავაშენოთ დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ს ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრის წინ განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეხვედრა ელჩის ინიციატივით იმართება.

„ნომერ პირველი საკითხი არის ის, რომ ამერიკა საქართველოს ნომერ პირველი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. „ქართული ოცნების”, აი, ამ რუსული პროპაგანდის მიუხედავად, საზოგადოების პოზიცია ძალიან მყარია. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამერიკელი მეგობრების დახმარება რამდენიმე საკითხში. პირველი, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ძალიან კარგად გვესმის, რომ ამერიკას ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი ხმა აქვს. მეორე, გავთავისუფლდეთ ოლიგარქიული რეჟიმისგან საქართველოში. მესამე, საქართველოში დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, სადაც ყველა მოქალაქის ინტერესი დაცული იქნება. ამისათვის მნიშვნელოვანია, არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოში მაინც ჩატარდეს, გრძელვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფები ამერიკიდან, ევროკავშირიდან, რომ „ქართულ ოცნებას” არჩევნების მასიური გაყალბების საშუალება არ მიეცეს. დანარჩენი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში და ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. გარდა ამისა, გვექნება საუბარი მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, ეს არის სავიზო რეჟიმის საკითხები, თავისუფალი ვაჭრობის საკითხები, შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი, რომელიც საქართველოსაც ეხება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დროულად იქნეს მიღებული, რათა საქართველოში ამერიკული ინვესტიციები შემოვიდნენ. ყველა ამ საკითხზე და რაც მთავარია, პირადად გავიცნოთ ახლოს ქალბატონ ელჩს. შეხვედრა მისი ინიციატივითაა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, შეხვედრაზე განსახილველი საკითხები იქნება ის, რასაც აშშ-ში ვიზიტების დროს კონგრესში და სახელმწიფო დეპარტამენტში აყენებდნენ.

„ელჩმა, მგონი, უკვე ძალიან მკაფიოდ ასახა თავისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებზე. ისეთი, როგორიც არის მაგალითად, ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელსაც საქართველოში ხშირ შემთხვევაში ეწევა ხელისუფლება. აბსოლუტურად სწორად, „სისულელეები“ და „სასაცილო“ უწოდა ამ ყველაფერს - USAID-ის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას, ან იმას, რომ „დასავლეთს ომი უნდა“. ამიტომ, ამით მან ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ რაღაცა ანტიდასავლურ პროპაგანდას, ჰიბრიდულ ომს რუსეთის მხრიდან აწარმოებს, ქალბატონი ელჩი არ შეეგუება. მოლოდინიც ასეთია. ძირითადი საკითხები იქნება ის, რასაც ჩვენ ვაყენებდით აშშ-ში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, სენატში და ა.შ.”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის