სერგო ჩიხლაძე - აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებსაც ჩვენ ვაყენებდით ვიზიტის დროს კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები - გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ს ახლად დანიშნულ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრას მართავენ. ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრაზე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილება.

მისივე თქმით, რობინ დანიგანმა თავიდანვე მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ხელისუფლების მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებით:

„ეს არის პირველი გაცნობითი შეხვედრა ქალბატონ ელჩთან, მან ძალიან მკაფიოდ ასახა თავისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რომელსაც ხელისუფლება ეწევა. მათ შორის იყო USAID-ის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და ის, რომ თითქოს დასავლეთს ომი უნდა.

მან ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და რუსეთის მხრიდან წარმოებულ ჰიბრიდულ ომს აშშ-ს ელჩი არ შეეგუება, შესაბამისად მოლოდინიც ასეთია.

შეხვედრაზე განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელსაც ჩვენ ვაყენებდით აშშ-ში ვიზიტის დროს, კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს