იუსტიციის მინისტრი ოპოზიციას - გასაკვირია, რომ კიდევ გამოფენილი გაქვთ ეს „თავისუფლება მიშას“ დროშა და კიდევ მესაუბრებით ყოფილ მთავარსარდალზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საინფორმაციო ომი სრულად წაგებული იყო. ამათ წაკითხულიც არ აქვთ, რაზე აქვთ ხელი მოწერილი, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დეპუტატებს.

მისივე განცხადებით, წინა ხელისუფლების „დატოვებული მემკვიდრეობის“ მიუხედავად იუსტიციის სამინისტრომ და მისმა თანამშრომლებმა შეძლეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აბსოლუტურად ყველა დავა მოეგოთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საინფორმაციო ომი სრულად წაგებული იყო. ამათ წაკითხულიც არ აქვთ, რაზე აქვთ ხელი მოწერილი. ვინც მოაწერა, სავარაუდოდ, იმას ეცოდინებოდა.

ეს მემკვიდრეობა დატოვეს მათ და ამ ყველაფრის მერე ქართულმა სახელმწიფომ, კერძოდ იუსტიციის სამინისტრომ და ამ თანამშრომლებმა შეძლეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აბსოლუტურად ყველა დავა მოგვეგო. და დღეს რუსეთს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა. ასევე განახლდა და სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ე.წ მცოცავი ოკუპაციის საქმე, თუმცა ამ ადამიანების დამოკიდებულება ყველამ მკაფიოდ ნახა და მე მხოლოდ დოკუმენტებით ვსაუბრობ. თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს, მივაწვდით ამ ინფორმაციას, მათ საჯარო განცხადებებს და მათ მიერვე ხელმოწერილ რეზოლუციას, რაც არის სირცხვილი. საერთოდ გასაკვირია, რომ კიდევ გამოფენილი გაქვთ ეს [„თავისუფლება მიშას“] დროშა და კიდევ მესაუბრებით ყოფილ მთავარსარდალზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დატოვა. კიდევ მაგაზე საუბრობთ, რადგან სხვა სალაპარაკო აღარაფერი გაქვთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის ანგარიშის მოსმენისას, მათთვის განკუთვნილ ადგილას განათავსეს ბანერი წარწერით - "თავისუფლება მიშას".

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო