რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

პარლამენტის წევრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 62-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 15-17 ნოემბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიაზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონში პარლამენტების როლის გაძლიერება უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

„ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც ეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღსანიშნავია ისიც, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) ოფიციალურად დატოვა რუსეთის დელეგაციამ.

გენერალურმა ასამბლეამ ასევე მიიღო რეკომენდაციები და მოხსენებები შემდეგ თემებზე: „პარლამენტების როლის გაძლიერება ბავშვთა დაცვის პოლიტიკის მიმართულებით"; „PABSEC -ის 30-წლიანი თანამშრომლობა, თანამშრომლობის ხელშეწყობა შავი ზღვის რეგიონში", „ეროვნული სტრატეგიები ხელოვნური ინტელექტის სფეროში".

პლენარულ სესიაზე 2 წლის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი აირჩიეს.

პლენარულ სესიაზე ასევე გაიმართა ასამბლეის გენერალური მდივნის არჩევნები და კიდევ ერთი ვადით აღნიშნულ პოსტზე ასაფ ჰაჯიევი აირჩიეს, რომელიც ამჟამადაც იკავებს ასამბლეის გენერალური მდივნის თანამდებობას.

სესიის პარალელურად, რამაზ ნიკოლაიშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინის რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. გარდა ამისა, რამაზ ნიკოლაიშვილი ასამბლეის დელეგატებთან ერთად იმყოფებოდა ბუჩასა და ირპინში, სადაც ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს