საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

„საუბარი შეეხო მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის. შეხვედრისას განსაკუთრებულად აღინიშნა ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ მუშაობას შემდგომში საჭირო ვალდებულებებისა და პროცედურების შესასრულებლად. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის საკითხებსაც. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დინამიკაზე და პერსპექტივებზე.

ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერა ხელი“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს