იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იორდანია ყველაფერს გააკეთებს, რომ პალესტინელების გადასახლება შეაჩეროს

იორდანია ყველაფერს გააკეთებს, რომ პალესტინელების გადასახლება შეაჩეროს, - ამის შესახებ იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ განაცხადა.

„ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ პალესტინელების გადასახლება მოხდეს. გარდა იმისა, რომ ეს არის ომის დანაშაული, ეს იქნება პირდაპირი საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შევაჩეროთ“, - განაცხადა საფადიმ ბაჰრეინში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე. აიმან საფადიმ, ასევე აღნიშნა, რომ მას არ ესმის, თუ როგორ მიაღწევს ისრაელი, „ჰამასის“ განადგურების მიზანს.

„ისრაელი ამბობს, რომ მას „ჰამასის“ განადგურება სურს. იქ ბევრი სამხედროა, უბრალოდ არ მესმის, როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის განხორციელება“, - აღნიშნა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს