მაკა ბოჭორიშვილი - იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს და საქართველო, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების გზას შეუდგება

იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას; მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და საქართველო, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების გზას შეუდგება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უკეთესი მომავლისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რაც საქართველოს წინაშე ათწლეულებია დგას, შევძელით ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია, წარმატებული რეფორმების გატარება და ქვეყანა დემოკრატიული სამყაროს ღირებულ ნაწილად ვაქციეთ.

„მსურს აღვნიშნო, რომ მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რაც საქართველოს წინაშე ათწლეულებია დგას, ჩვენ შევძელით ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია, წარმატებული რეფორმების გატარება და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სამყაროს ღირებულ ნაწილად ვაქციეთ. საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გასულ წელს გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ჩვენ მადლიერი ვართ მონიჭებული ევროპული პერსპექტივისთვის, მაგრამ არ დაგვიმალავს იმედგაცრუება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის არასაჭირო დიფერენციაციის გამო. იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას, მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუს და საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად შეუდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია