„ალდაგი“ ფერმერის დღე 2023-ის მხარდამჭერი იყო

საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და „ალდაგის“ მხარდაჭერით „ფერმერის დღე 2023“ გაიმართა.

„ალდაგის“ ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობაში ფერმერთა შრომისა და წვლილის დაფასება იყო.

მათივე ცნობით, ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერები ესწრებოდნენ.

„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ ფერმერების მიმართ. „ალდაგი“, სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში, ყოველთვის ცდილობს წაახალისოს და მხარში დაუდგეს ფერმერებს სოფლის მეურნეობის დარგში შეტანილი წვლილისა და მისი განვითარებისთვის“, - აცხადებენ „ალდაგში“.

როგორც „ალდაგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ აგრო დაზღვევის მიმართულებით ლიდერია, როგორც დაზღვეულ ფერმერთა რაოდენობით, ისე მომსახურების სისწრაფით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს