გერმანიის კანცლერი - პუტინთან საუბარს ვაპირებ

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრის გამართვას გეგმავს.

ამის შესახებ მან ნუთეტალში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მასთან საუბარს ვაპირებ”, - განაცხადა შოლცმა და აღნიშნა, რომ საუბრის თარიღი ჩანიშნული არ არის და იგი არ მოელის საუბრის რამე შეთანხმებით დასრულებას.

გერმანიის კანცლერის თქმით, ამ მომენტისთვის პუტინი არ აჩვენებს ნიშნებს “რომ რამეში ჩარევას აპირებდეს.”

შოლცის თქმით, პუტინთან საუბრისას ვერ ისარგებლებ პრინციპით: „წავალ, ვიღაცასთან ყავას დავლევ და საბოლოო ჯამში შეთანხმებამდე მივალთ“.

გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა პირველი ნაბიჯი გადადგას უკრაინასთან ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისკენ და აღნიშნა, რომ “მან ჯარები უნდა გაიყვანოს”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს