ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ისრაელის თავდაცვის ძალები მალე მიწვდებიან "ჰამასის" წევრებს

ისრაელის თავდაცვის ძალები მალე მიწვდებიან "ჰამასის" წევრებს, რომლებიც ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში იმალებიან.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სახმელეთო ოპერაციის მეორე ნაწილში ვიმყოფებით, ასევე [ღაზას] სექტორის აღმოსავლეთ ნაწილში ვმოქმედებთ. "ჰამასმა" ძლიერი დარტყმა მიიღო, ის მიწისქვეშა გვირაბებს, ბუნკერებს, საგუშაგოებს კარგავს… "ჰამასისთვის" მნიშვნელოვან ყველა ადგილს ვწვდებით და ვარტყამთ,” - განაცხადა გალანტმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, "ჰამასის" წევრები, რომლებიც ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში იმალებიან, სადაც ისრაელს სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაუანონსებია, “ამას მალე იგრძნობენ.”

გალანტმა აღნიშნა, რომ იგი "ჰამასის" მძევლების ოჯახებს შეხვდა და მათი სახლში დაბრუნება უმაღლესი პრიორიტეტია. “

„ვფიქრობ, რომ "ჰამასი "[მძევლების] ოჯახებისა და ისრაელის საზოგადოების ემოციებით თამაშობს,” - განაცხადა გალანტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს