ჯანმო - ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა

ღაზის სექტორის ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.

ორგანიზაციამ ეს შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯანმო-ს და გაერო-ს სხვა ოფიციალური პირები საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

ისრაელელი სამხედროები გასული კვირის განმავლობაში საავადმყოფოს ირგვლივ მოქმედებდნენ. მათი მტკიცებით, აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ „ჰამასი“ ამ ტერიტორიას ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ირწმუნებიან, რომ საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ მთავარი სამეთაურო ცენტრია განთავსებული და რომ ტერიტორიაზე გვირაბები და იარაღის საწყობები აღმოაჩინეს. ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ საავადმყოფოსთან ახლოს მდებარე შენობაში ისრაელიდან გატაცებული ორი მძევლის ცხედარი იპოვეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს