მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აშშ-ში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ქართველ ემიგრანტებს აშშ-ში, ბრუკლინში შეხვდა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრისას არსებულ პრობლემებსა და ქართველი ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ კონკრეტულ პრობლემებზე, ვისაუბრეთ კონკრეტულ შეთავაზებებზე. ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმალურად შევეცდები, რომ ამ ადამიანების მოთხოვნები შევასრულო, რადგან ისინი ითხოვენ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებას, საქართველოს თავისუფლებას და ნათელ მომავალს. ყველა მათი თხოვნა მაქსიმალურად გათვალისწინებული და შესრულებული იქნება “, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

აშშ-ში მცხოვრები ერთ-ერთი ემიგრანტი კი აცხადებს, რომ მომავალ წელს ხელისუფლების დამარცხება აუცილებლად მოხდება.

„2024 წელს ერთიანი ძალებით აუცილებლად მოვახერხებთ ხელისუფლების დამარცხებას. პრეზიდენტ სააკაშვილის გზავნილიც სწორედ ეს იყო-ერთობა, საერთო საქმის ირგვლივ გაერთიანება, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ამ ყველაფერს დაიწყებენ და გაგრძელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს