ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის კიდევ 100-ზე მეტ მოქალაქესა და 37 კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რითაც ძალაში შედის „პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2023 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, - ინფორმაციას უკრაინული მედია.

მათივე ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვდა დიმიტრი საბლინის, დიმიტრი სვიატაშის, დიმიტრი ტაბაჩნიკის, იური კოტის, ნიკოლაი აზაროვის, სერგეი აქსენოვის და ოლეგ ცარევის სახელები.

ამასთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების კიდევ ერთ დანართში, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, შესულია კიდევ 100 ფიზიკური და 37 იურიდიული პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში.

სანქციები დაწესებულია, 5 და 10 წლით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს