უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობაში აცხადებენ, რომ  თვითმფრინავები ომის კურსს „ძალიან სერიოზულად შეცვლის“

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელი იური იგნატი აღნიშნავს, რომ თვითმფრინავი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიმდინარეობას მნიშვნელოვნად შეცვლის.

”მინდა ვეკამათო ამ საკითხის ყველა კრიტიკოსს თვითმფრინავებთან დაკავშირებით. თვითმფრინავები შეცვლის ომის კურსს და შეცვლის მას ძალიან სერიოზულად. საკითხავია ის, რომ ამ თვითმფრინავების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები არ უნდა იყოს რუსულზე მნიშვნელოვნად სუსტი“, - აღნიშნა იგნატმა, როდესაც მან უპასუხა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის კომენტარს, რომ თვითმფრინავები ომის კურსს არ შეცვლის.

იგნატის თქმით, უკრაინას სჭირდება თანამედროვე თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ ჰაერში უპირატესობის მოპოვება და რიგი სხვა ფაქტორები, რაც მრავალფუნქციურ თვითმფრინავს აქვს.

"ნახეთ, რამდენ მართვად ბომბს უშვებს მტერი და ისეთი საავიაციო სისტემების დახმარებით, როგორიც არის F-16, ჩვენ შევძლებთ შევაჩეროთ ის, რასაც რუსეთი აკეთებს. კერძოდ, შევძლებთ რუსული ავიაციის განდევნა და ჩვენი სახმელეთო ჯარების ჰაერიდან დაცვას,“- აღნიშნა იგნატმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს