კინოთეატრ "ამირანში" 20 ნოემბერს ომს გადარჩენილ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება

20 ნოემბერს, კინოთეატრ "ამირანში" ომს გადარჩენილ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის - Forged by Fear ჩვენება გაიმართება. ჩვენება 18:00 საათზე დაიწყება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმის რეჟისორია დენის ვარაბიოვი.

„დოკუმენტური ფილმი გვიჩვენებს ომს უკრაინელი ბავშვების თვალებით ხარკოვში, იზიუმში, ბახმუტში, სევეროდონეცკში, კოსტიანტინივკაში, ბუჩაში, კიევში, ლიმანში, ირპინში, ლისიჩანსკში და მიმოიხილავს იმ პატარა გმირების ისტორიას, რომლებმაც გამოიარეს ოკუპაცია, დაბომბვა, ტანჯვა და სამუდამოდ დაკარგეს ბავშვობა.

Forged by Fear კიდევ ერთხელ აყენებს ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხს და ამ თემას რუსეთთან ომის რეალობაში განიხილავს.

დრამატულ მოვლენებთან ერთად ფილმში ნაჩვენებია ახალგაზრდა, უდანაშაულო უკრაინელების უსაზღვრო რწმენა მათი შეიარაღებული ძალების და საბოლოო გამარჯვების მიმართ.

ფილმის ჩვენების ორგანიზატორია უკრაინის საელჩო საქართველში და ახალი ამბების სააგენტო Front News Ukraine”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს