ქედის მუნიციპალიტეტში ,,შემოდგომა ქედაში" და ,,ქედის ღვინის ფესტივალი" გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული,,შემოდგომა ქედაში" და ,,ქედის ღვინის ფესტივალი" გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დღესასწაულს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„სიტყვით გამოვლისას მთავრობის მეთაურმა ქედელებს სახალხო დღესასწაული მიულოცა და აჭარაში, ქედაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.

ქედელობის დღესასწაული ფრიდონ ხალვაშის სახელობის სკვერში გაიმართა. სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის, ატრაქციონების, განათების, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება.

ღონისძიების ფარგლებში საპატიო ქედელები და საუკეთესო მეღვინეები დაჯილდოვდნენ.

გაიმართა ფერმერების, ქედის ღვინის მარნების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო კულინარიული მასტერკლასები, ჯარას თაფლის პრეზენტაცია, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული, ასევე, სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს