აქციის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან  სახალხო დამცველის მისვლას ითხოვენ

თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით შეკრებილები სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ადგილზე მისვლას ითხოვენ. მანამდე, აქციის მონაწილეებმა პოლიციის ნებართვის შემდეგ, ქოლგა გაშალეს, აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე კარვის გაშლაც სურთ, თუმცა აცხადებენ, რომ პოლიციისგან ნებართვა არ აქვთ.

შეკრებილები აცხადებენ, რომ პროტსტი გაგრძელდება. პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2022 წლის მარტში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმება. ამასთან, პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრა და იმის გაგება, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

საკითხს 18 ნოემბერს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს